სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რუსთავში

12 ივნისი 2018

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული სახის პრობლემები შექმნა ქალაქის რამდენიმე უბანში. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. 

სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად. 
ქალაქში ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და თემასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. 

ჯგუფის წევრებმა სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა და მსგავსი შემთხვევის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძებები განიხილეს. 

აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის გენერალური პროექტირების სამუშაოები. 

  • სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რუსთავში