სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე

11 ივნისი 2018


11 ივნისს, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე მოადგილეებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმირის გადაჭრილ გორაზე მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო. 
ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდნეტებმა კვლევის შედეგად ღვინის კიდევ ერთი ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს. 

,,მარნეულის მუნიციპალიტეტში იმირის გორაზე რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი მასალის დამუშავებისა და შესაბამისი კვლევის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი სურათი გვექნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ჯგუფების მიერ სპეციალური ექსპედიციები და ვიმედოვნებ, რომ არსებულ მასალებს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ექსპონანტი შეემატება.
მოგეხსენებათ, რომ იმირის გორა მსოფლიოს 10 საუკეთესო აღმოჩენას შორის ერთ-ერთია, შესაბამისად მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის ტურისტულ რუქაზე. ჩვენი მიზანია ტერიტორია ტურისტულად კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და არსებული რესურსი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ“-აღნიშნა გუბერნატორმა. 


  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე
  • ახალი აღმოჩენა იმირის გადაჭრილ გორაზე