სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაზის ნერგები დაირგო

01 ივნისი 2018

1 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პეტრე-პავლეს სახელობის  სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე  ვაზის ნერგები დაირგო. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მოადგილეებთან  და მიწვეულ სტუმრებთან ერთად. 
მოგვიანებით, ბოლნური ღვინის პოპულარიზების მიზნით, მონასტრის ტერიტორიაზე, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, სადაც 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი მეღვინეობის განვითარების მნიშვნელობაზე. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ტურისტული კომპანიების, მეღვინეთა ასოციაციის და თემით დაინტერესებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბოლნისის სიონისა და წუღრუღაშენის სამონასტრო კომპლექსები დაათვალიერეს. 

,,პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობის დღესასწაული. მინდა ყველა პატარას ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი ვუსურვო. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ პროექტებსა და  ღონისძიებებს რომელიც სწორედ მათი განვითარების და საჭიროებების მაქსიმალურ უზრუნველყოფას ემსახურება.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და  საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაციას. ადგილობრივი წარმოების ღვინო განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული მიმართულების, კიდევ უფრო მეტად განვითარება, ხელს უწყობს, როგორც რეგიონის ასევე  ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ გაძლიერებას.
მოგეხსენებათ ქვემო ქართლს ღვინის წარმოების მიმართულებით უდიდესი ისტორია გააჩნია, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ არსებული რესურსი და პოტენციალი“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაზის ნერგები დაირგო