სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში

30 მაისი 2018

30 მაისს, გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის, “გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობა დაიწყო. 

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენებლობას სრულად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აფინანსებს.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „გარდაბნის თბოელექტროსადგური-2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანიის TCC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - იუან შუემინი, ჩინეთიდან მოწვეული სტუმრები და ენერგო-ექსპერტები. ადგილზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. 

“გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. TCC-ს წარმატებული გამოცდილება აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.

დღესვე, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და CNCEC-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესახებ შესაძლებლობების შესწავლასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

  • კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში