სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ იმსჯელეს

25 მაისი 2018

25 მაისს, რუსთავში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. 

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სხდომის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების ძირითად მიმართულებებსა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე. 

საუბარი შეეხო, აგრეთვე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საგადასახადო შეღავათებს, აღნიშნული მიმართულებით, სხვა ქვეყნებში არსებულ წარმატებულ პრაქტიკას და ინტეგრირებული განვითარების პრიორიტეტებს. 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა თემატური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა. 

  • რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ იმსჯელეს