სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გრიგოლ ნემსაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

11 მაისი 2018


6-12 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ სენტ ლუისში, ამერიკის შეერტებული შტატებისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 112-ე ყრილობას დაესწრო.

 ვიზიტის ფარგელებში, საქართველოს დელეგაცია გაეცნო აშშ-სა და კანადის თვითმართველობებში მართვის თანამედროვე სისტემებს, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით გატარებულ  რეფორმებს.

გუბერნატორის ხელმძღვანელობით, ქვემო ქართლის დელეგაციის წევრები შეხვდნენ ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, პორტლანდის, ტორონტოს და სხვა თვითმმართველობების წარმომადგენლებს. შეხვედრების მიმდინარეობისას საუბარი შეეხო საქართველოში დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს.

დელეგაციის წევრებმა, ამერიკულ მხარეს გააცნეს ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალი, რომელსაც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირადად გაეცნობიან.

იგეგმება ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთანაც.

 


  • გრიგოლ ნემსაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება