საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
27 აპრილი 2018
27 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ. მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ კი ყურადღება გაამახვილა ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე.
,,ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონს ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი გააჩნია. გარდა ისტორიული და საკულტო ღირსშესანიშნაობებისა, ქვემო ქართლის ბუნებრივი პირობები გვაძლებს შესაძლებლობას აგრო, რეკრეაციული, ეკო, ველო, სამთო,სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის ტურიზმი განვავითაროთ. არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ხელშეწყობით, ქვემო ქართლში, აღნიშნული მიმართულებები, კიდევ უფრო მეტად, განვითარდება“-განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.
ფორუმის მიზანია, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება ვიზიტორებისათვის, ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება და არსებულის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება.
გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.