სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა

26 აპრილი 2018

26 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა, ქალაქ რუსთავში, ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებთან შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ზვიად ქვლივიძემ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოეწყო მასტერკლასი თემაზე - მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრესი მიზანიც, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობაა. 

  • რუსთავში ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა