სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე

20 აპრილი 2018

20 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რეგიონის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები, საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სოლომონ პავლიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის, კიდევ უფრო მეტად, გააქტიურების აუცილებლობაზე. 

შეხვედრის მონაწილეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ადგილზე არსებული საჭიროებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დაისახა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები. 

,,ქვემო ქართლის გუბერნიაში მორიგი საინფორმაციო- სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე ვიმსჯელეთ. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები უშაულოდ იყვნენ ინფორმირებულები, იმ მიდგომების შესახებ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კოორდინირებული მუშაობითა და მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, რეგიონში ამ მიმართულებით, ეფექტიან ღონისძიებებს გავატარებთ“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.

  • სამუშაო შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე