სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გრიგოლ ნემსაძე 8 წლის რუსთაველი მხატვრის ნამუშევრებს გაეცნო

12 აპრილი 2018

12 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 წლის რუსთაველი მხატვრის პერსონალურ გამოფენას დაესწრო. 

გიორგი გველესიანმა, დამთვალიერებლებს 70-მდე ნამუშევარი წარუდგინა და სურათების შექმნის შესახებ მცირე ინფორმაცია გააცნო. 
გუბერნატორმა პატარა შემოქმედს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა. 

,,მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთი წარმატებული რუსთაველის ნამუშევრებს გავეცანი. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამჯერად პერსონალური გამოფენით 8 წლის, გიორგი გველესიანმა გვიმასპინძლა და წარმოგვიდგინა არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მინდა წარმატება ვუსურვო გიორგის. მჯერა მისი სახელი უახლოეს პერიოდში ქალაქისა და რეგიონის საზღვრებსაც გაცდება და მისი ნიჭიერებით, ყველა, კიდევ ერთხელ ვიამაყებთ“-განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ. 

  • გრიგოლ ნემსაძე 8 წლის რუსთაველი მხატვრის ნამუშევრებს გაეცნო