სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის გუბერნატორნმა რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

09 აპრილი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით,  რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.  

გუბერნატორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები და თემატურ გამოფენას გაეცნო.

,,დღეს რუსთავში, გვირგვინით შევამკეთ 9 აპრილის მემორიალი და კიდევ ერთხელ, მივაგეთ პატივი, მშვიდობიანი აქციის, დარბევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ეს დღე  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე, რადგან ამ ადამიანების თავგანწირვამ შემდგომში საქართველოს დამოუკიდებლობა განაპირობა. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია მათი თავდადების შედეგად მიღებული ღირებულებები განვამტკიცოთ და ქვეყანა უპირობოდ დავაყენოთ განვითარების, დემოკრატიისა და თავისუფლების გზაზე“-განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

  • ქვემო ქართლის გუბერნატორნმა რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო