სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში პოლონელ კოლეგებს უმასპინძლა

22 მარტი 2018

22 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან, ალექსანდრე მერტეველთან, კახა კობერიძესთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში, პოლონელ კოლეგებს უმასპინძლა.

მხარის გუბერნატორმა, დელეგაციის წევრებს, ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, გაიმართა თემატური პრეზენტაციები. პოლონეთის პომორსკის მხარის ვიცე გუბერნატორმა, კრისტოფ ტრავიცკიმ, ქართველ კოლეგებს საკუთარი ხედვა გააცნო ქვეყნისა და რეგიონის განვითარების შესახებ.

პოლონელი სტუმრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს ესტუმრებიან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მოინახულებენ. 

  • გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში პოლონელ კოლეგებს უმასპინძლა