სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტში

21 მარტი 2018

21 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა.

ღონისძიების სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პირადად უმასპინძლა. 

გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოწვეულ სტუმრებს რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პავილიონები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტო მასალა დაათვალიერებინეს. 

,,ნოვრუზ ბაირამი - განახლების, ხალხთა შორის ურთიერთგაგების, სოლიდარობის და ტოლერანტობის დღესასწაულია. ქვემო ქართლის რეგიონი კი ამის საუკეთესო მაგალითია, სადაც მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოში ვცხოვრობთ სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს“ - ამ სიტყვებით მიმართა, სცენიდან, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ შეკრებილ საზოგადოებას, შემდგომ კი, ადგილობრივებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის მილოცვის ტექსტები გააცნო. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული და სპორტული აქტივობები. მხარის პირველმა პირმა ქართულ ჭიდაობასა და ფეხბურთის ტურნირში მონაწილე ახალგაზრდები პირადად დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა. 

  • ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულის მუნიციპალიტეტში