სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გრიგოლ ნემსაძე გარდაბანში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო

20 მარტი 2018

20 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული აქტივობები და გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.

გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივებსა და ღონისძიების სტუმრებს, სცენიდან მიულოცა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ყურადღება გაამახვილა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე. 

,, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს! გაზაფხულის ეს დღე, ახალი იმედების, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების საწინდარი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის. მნიშვნელოვანია თქვენი როლი, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე რეგიონის განვითარებაში. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და ღირსეულად ვუპასუხეთ ჩვენ წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას. დღევანდელი ღონისძიებაც, ჯანსაღი და ტოლერანტული გარემოს დადასტურებაა, სადაც ერთ სივრცეში, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი, ერთნაირი საზეიმო განწყობით, ხვდება ნოვრუზ ბაირამის უძველეს დღესასწაულს“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

  • გრიგოლ ნემსაძე გარდაბანში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო