სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე თამარისის მოსახლეობას შეხვდა

15 მარტი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ თამარისის მცხოვრებლებს შეხვდა. 

გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივების წინაშე არსებული საჭიროებები პირადად მოისმინა და სოფლის მცხოვრებლებს, ადგილზე უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი პროექტები გააცნო. 

მიმდინარე წელს სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაციის II ეტაპი განხორციელდება და აღნიშნულ სამუშაოებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება. 

სოფელ თამარისში აშენდება სპორტული დარბაზი. პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 000 ლარს შეადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდება. 

განხორციელდება რიტუალების სახლის რეაბილიტაციაც. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 77 600 ლარი. 

  • ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე თამარისის მოსახლეობას შეხვდა