სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა

15 მარტი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, სოფელ კასუმლოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილეები, ალექსანდრე მეტრეველი, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ აბაზოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ადგილობრივებმა სოფელში არსებული ინფრასტრუქტურის, კიდევ უფრო მეტად, განვითარების საჭიროებაზე ისაუბრეს და გუბერნატორისგან ადგილზე უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სოფელ კასუმლოში, დაგეგმილია სარწყავი არხის მოწყობა, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 000 ლარი. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ადგილზე მოეწყობა გარე განათების სისტემებიც. 

  • გუბერნატორი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა