სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი სოფელ შაუმიანის მოსახლეობას შეხვდა

15 მარტი 2018

15 მარტს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, მოადგილეებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მოსახლეობას შეხვდა.

გრიგოლ ნემსაძემ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და მათთან ერთად სოფელში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილა. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, შაუმიანი–წერაქვის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზის მონაკვეთი წლებია არ შეკეთებულა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. მიმდინარე წელს კი მათ ეს პრობლემა მოუგვარდებათ. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 5კმ სიგრძის გზა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 672 395 ლარით ფინანსდება. 

მიმდინარეობს სოფელ შაუმიანის საბავშვო ბაღის დარბაზის მშენებლობა. პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღირებულებაა 38 136 ლარი.

ამავე სოფელში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაციაც რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 409 907 ლარი.

  • გუბერნატორი სოფელ შაუმიანის მოსახლეობას შეხვდა