სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გრიგოლ ნემსაძე სოფელ კიზილკილისას მცხოვრებლებს შეხვდა

07 მარტი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, ამჯერად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილკილისას მცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივები რეგიონის პირველ პირს, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სოფელში განსახორციელებელი პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს წალკის მუნიციპლაიტეტში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით 67 პროექტის განხორციელება იგეგმება. პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და სოფლების ბუნებრივი აირითა და სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.

სოფელ კიზილკილისაში უკვე დასასრულს უახლოვდება საბავშო ბაღის მშენებლობა. პროექტისთვის გამოყოფილია 200 ათას ლარზე მეტი. 

  • გრიგოლ ნემსაძე სოფელ კიზილკილისას მცხოვრებლებს შეხვდა