სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე

07 მარტი 2018


7 მარტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის განვითარების საკითხებზე ქვემო ქართლის გუბერნიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ინფორმირებას და მხარდაჭერას მდგრადი განვითარების ეფექტური მიდგომების დანერგვაში.

თემის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას, სამოქალაქო და სათემო მონაწილეობისა და სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების, მათ შორის თემზე დამყარებულ ადგილობრივ განვითარებაში ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვის მნიშვნელობას. 

მონაწილეებმა ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე, მათ შორის - ტყეების მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება სოფლად.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები დაგეგმილია ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ორგანიზებით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.


  • რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე
  • რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე
  • რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე
  • რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე
  • რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე
  • რეგიონული შეხვედრა სოფლის განვითარების საკითხებზე