სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი მარნეულელ პედაგოგს ესტუმრა და დღესასწაულები მიულოცა

07 მარტი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში იმყოფებოდა. 

გრიგოლ ნემსაძემ ქალთა დღესასწაულები მიულოცა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლალა ყურბანოვას, რომელიც სოფელ აზიზქენდში 32 წელი, სახელმწიფო ენას ასწავლის აზერბაიჯანელ მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ მარნეულელ პედაგოგს 8 მარტს 72 წელი შეუსრულდება. 

რეგიონის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე და პედაგოგს მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. 

  • გუბერნატორი მარნეულელ პედაგოგს ესტუმრა და დღესასწაულები მიულოცა