სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის რეგიონში მაღალტექნოლოგიური საჩითილე მეურნეობა ამოქმედდა

23 თებერვალი 2018

პირველად საქართველოში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საჩითილე მეურნეობა ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნა. მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ აზიზქენდში, მდებარე საწარმო ,,მზა ჩითილი“ ქართველ ფერმერებს ბოსტნეულისა და ყვავილების  დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი, ნერგებით მოამარაგებს. საჩითილე მეურნეობაში,  ამ ეტაპზე, 30-მდე სპეციალისტია დასაქმებული, იგეგმება წარმოების გაფართოებაც.

სასათბურე მეურნეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილემ, ზაურ დარგალმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დარგის სპეციალისტებმა სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს.

საწარმო, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრმის ,,აწარმოე საქართველოში“  თანადაფინანსებით გაიხსნა. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 584 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ფერმერებს, რომლებიც  აღნიშნულ საჩითილე მეურნეობასთან ითანამშრომლებენ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალიზებული აგრონომების დახმარებითაც.

,,მზა ჩითილი“ დაფუძნდა კომპანია WG Techno - წყლისა და გაზის ტექნოლოგიების მიერ. ამ დრომდე, ანალოგიური საწარმო საქართველოში არ ფუნქციონირებდა და ადგილობრივ მეწარმეებს  შესაბამისი პროდუქციის შეძენა უცხოეთში უწევდათ.

  • ქვემო ქართლის რეგიონში მაღალტექნოლოგიური საჩითილე მეურნეობა ამოქმედდა