სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან

21 თებერვალი 2018


21 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე დაბა კაზრეთის მცხოვრებლებსაც შეხვდა და ადგილობრივებთან ერთად განიხილა მიმდინარე და განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები.

წელს დაბაში გრძელდება ახალი ლიფტის შახტების მოწყობის პროცესი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია დაბის მოსახლეობისთვის. ლიფტის შახტების რეაბილიტაციის პროცესი 2017 წელს დაიწყო. არსებული 68 შახტიდან 30-ის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება. 

2018 წელს დაახლოებით 17 შახტის კეთილმოწყობა განხორციელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება ღირებულებით 957 000 ლარი. 

დაბა კაზრეთში ასევე დაგეგმილია საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშოები. 


  • შეხვედრა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან
  • შეხვედრა დაბა კაზრეთის მოსახლეობასთან