სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი და დმანისის მერი სოფელ კამიშლოს მოსახლეობას შეხვდნენ

17 თებერვალი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სოფელ კამიშლოს მოსახლეობას პირადად გააცნეს 2018 წელს, ადგილზე განსახორციელებელი პროექტები. 

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივი მცხოვრებლებისგან სოფლის, კიდევ უფრო მეტად, განვითარების ხედვა, მოისმინეს და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები ერთობლივად დასახეს. 

▶️მხოლოდ მიმდინარე წელს, სოფელ კამიშლოში, საავტომობილო და შიდა გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარით დაფინანსდება. 
▶️რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელში არსებული სკოლის შენობას. 
▶️განახლდა სასმელი წყლის სისტემა. 
▶️სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სარიტუალო დარბაზში. 
▶️მოიხრეშა შიდა გზები.
▶️რეაბილიტირდა სოფელში არსებული ხიდი.

კამიშლოს მცხოვრებლებმა, გრიგოლ ნემსაძესა და გიორგი ტატუაშვილს, სოფლის განვითარების პროცესში, მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებისთვის, მადლობა გადაუხადეს. 

  • გუბერნატორი და დმანისის მერი სოფელ კამიშლოს მოსახლეობას შეხვდნენ