სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნიაში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს

31 იანვარი 2018


31 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა და „ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისის“ ნარჩენების მართვის ექსპერტმა, ხათუნა ჩიკვილაძემ, შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო პროექტის ძირითადი მიზანი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს. მომხსენებელმა გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით საკანონმდებლო მოთხოვნების, საერთაშორისო ვალდებულებებისა და ევროპული გამოცდილების შესახებაც ისაუბრა.

საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება წარმოადგინა და მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე იმსჯელა გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა, ნუგზარ ბუაჩიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებმა მათთვის საინტერესო,  საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად მოისმინეს.


  • გუბერნიაში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს
  • გუბერნიაში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს
  • გუბერნიაში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს
  • გუბერნიაში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს
  • გუბერნიაში მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელეს