სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ირანელ ინვესტორებს შეხვდნენ

24 იანვარი 2018

24 იანვარს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილეები დავით კეკელიძე, გოჩა ლორია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი ირანში მოქმედი გოლრიზის სამრეწველო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

უცხოელმა ინვესტორებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსთავში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. 

აღსანიშნავია, რომ სამრეწველო ჰოლდინგში შემავალი კომპანია შპს. ,,ბლექ სი პოლიმერსი’’ ირანში მეორადი მოხმარების პოლიეთილენისგან აწარმოებს პოლიეთერის სინთეზურ ბოჭკოს. ამ ეტაპზე ინვესტორები გეგმავენ საქართველოში დაიწყონ აღნიშნული საქმიანობა და პროდუქციის ადგილობრივ და ევროკავშირის ქვეყნებში ქართული წარმოშობის სერთიფიკატით რეალიზება. 

პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ამერიკული დოლარია. 

  • მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები ირანელ ინვესტორებს შეხვდნენ