სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

უფასო სამედიცინო აქცია თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში

19 დეკემბერი 2017


23 დეკემბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით,   უნივერსალური სამედიცინო ცენტრის მედიკოსები  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში უფასო სამედიცინო აქციას გამართავენ. 

ღონისძიების ფარგლებში მოსახლეობა უსასყიდლოდ ისარგებლებს მამოლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის და ექოსკოპისტის კონსულტაციით.

ამ აქციის ფარგლებში უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ექიმებმა კვლევები უკვე ჩაატარეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და ქალაქ მარნეულში.  უფასო სამედიცინო მომსახურებით ამ ეტაპზე სულ  200-მდე ადგილობრივმა ისარგებლა.


  • უფასო სამედიცინო აქცია თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში
  • უფასო სამედიცინო აქცია თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში