სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავის თეატრი 50 წლისაა

30 ნოემბერი 2017


დღეს, რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დაარსებიდან ორმოცდამეათე წელი აღინიშნა და თეატრის დამაარსებელი, ღვაწლმოსილი და დამსახურებული მსახიობების, ჯემალ მაზიაშვლის, ირაკლი ბექაიასა და ნათელა მუხულიშვილს ვარსკვლავები გაიხსნა.

დღესვე, მოეწყო ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია. თეატრალური დასის წევრები კი, საიუბილეო სეზონის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე სპექტაკლის, სახელწოდებით ,,კვარტეტი“ საპრემიერო ჩვენებით წარდგნენ.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსთავის თეატრის დამაარსებელ და ღვაწლმოსილ მსახიობებს საიუბილეო თარიღი პირადად მიულოცეს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადეს და სპეციალური სიგელები გადაცეს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. დამეთანხმებით, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს, სწორედ თეატრალური საზოგადოება და დასის ღირსეული წარმომადგენლები ასრულებენ.

ვულოცავ ქალბატონ ნათელა მუხულიშვილს, ბატონებს ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილს ვარსკვლავის გახსნას და თეატრს წარმატებულ საიუბილეო სეზონს ვუსურვებ.

ვამაყობთ ისეთი ტრადიციისა და ისტორიის თეატრით, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ რუსთავში ჩამოყალიბდა და დღესაც აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას“, - აღნიშნა, რეგიონის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

 


  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა
  • რუსთავის თეატრი 50 წლისაა