სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში

16 ნოემბერი 2017


16 ნოემბერს, რუსთავში ადგილობრივი საჯარო სკოლების პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა რუსთაველ პედაგოგებსა და აღმზრდელებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის პროცესში მათ მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველი პედაგოგები მადლობის სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად, პირადად დააჯილდოვა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეხვედრა რუსთავის მერიის მხარდაჭერით მოეწყო და ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის'' რუსთავის ოფისმა უმასპინძლა.

 


  • წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში
  • წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში
  • წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში
  • წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში
  • წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში
  • წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება რუსთავში