სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა

13 ნოემბერი 2017


დღეს ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგნენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები პირადად წარადგინა.

გრიგოლ ნემსაძემ მერებს  საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმატებები უსურვა, მათ წინამორბედებს კი ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,დღეიდან ახალი მერების უფლებამოსილება ოფიციალურად შევიდა ძალაში. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ხელმძღვანელებს.  მჯერა, რომ მათი საქმიანობა, ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე, იქნება წარმატებული და გუნდთან ერთად, ახალი შემართებითა და ინოვაციური იდეებით, კიდევ უფრო მეტად,  განავითარებენ მუნიციპალიტეტებსა და ზოგადად რეგიონს.ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მათ წინამორბედებს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში  მათი უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით დაიგეგმა და შესრულდა“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.

 

 


  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა
  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა
  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა
  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა
  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა
  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა ახალი მერები წარადგინა