სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გიგა ლორთქიფანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა რუსთავში

20 ოქტომბერი 2017

19 ოქტომბერს რუსთავის მუნიციპალურ თეატრში  გიგა ლორთქიფანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი, ფოტო გამოფენა გაიხსნა.გაიმართა რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმებიდან ეპიზოდების ჩვენებაც. 
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე,  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საკრებულოს წევრები, რეჟისორის ოჯახის წევრები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრი 50 წლის იუბილეს ზეიმობს. საიუბილეო ღონისძიებების აღნიშვნა კი დამფუძნებელი რეჟისორის ფოტო გამოფენით დაიწყო. გამოფენა ერთ თვეს გასტანს. 
 
  • გიგა ლორთქიფანიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა რუსთავში