სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა გუბერნიაში

18 ოქტომბერი 2017


18 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, შაუმიანის დევნილთა დასახლების შესახებ, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა იძულებით გადაადგილებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი გეგმები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, დიმიტრი სანაკოევთან ერთად განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, შაუმიანის დევნილთა დასახლების, სასმელი და სარწყავი წყლით, ბუნებრივი აირით და მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

გუბერნატორის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით აქტიურად იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ ნემსაძე შაუმიანში მცხოვრებ დევნილებს რამდენიმე დღის წინ პირადად შეხვდა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა. 


  • სამუშაო შეხვედრა გუბერნიაში
  • სამუშაო შეხვედრა გუბერნიაში
  • სამუშაო შეხვედრა გუბერნიაში
  • სამუშაო შეხვედრა გუბერნიაში
  • სამუშაო შეხვედრა გუბერნიაში