სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ეროვნული გმირის დაკრძალვა რუსთავში

17 ოქტომბერი 2017


24 წლის შემდეგ, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრი, ვახტანგ გეგელაშვილი რუსთავში გადმოასვენეს. სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული ქართველი გმირის ხსოვნას პატივი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, გუბერნატორის მოადგილემ კახა კობერიძემ  რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო.  აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო.  საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.  მოლაპარაკებების შედეგად,  უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო.  ამ ეტაპზე,  კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

 


  • ეროვნული გმირის დაკრძალვა რუსთავში
  • ეროვნული გმირის დაკრძალვა რუსთავში
  • ეროვნული გმირის დაკრძალვა რუსთავში
  • ეროვნული გმირის დაკრძალვა რუსთავში