სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

17 ოქტომბერი 2017


17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავში, დიდების ხეივანში, პატივი მიაგო საქრთველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სიმბოლური აქცია, რომლის ფარგლებშიც მხარის გუბერნატორმა  ომში დაღუპული გმირების სახელზე მემორიალის მიმდებარედ რამდენიმე ნერგი პირადად დარგო.

„ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ვეტერანს.  მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღს უკვე რამდენიმე წელია განსაკუთრებულად ავღნიშნავთ და გვეძლევა შესაძლებლობა მათ კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ  ჩვენი პატივისცემა. დასაფასებელია მათი ღვაწლი და თავდადება ქვეყნის წინაშე. სამაგალითოა მათ მიერ განვლილი გზა ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის“_ განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

 


  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს
  • რუსთავში ვეტერანთა დღე აღნიშნეს