სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებასთან დაკავშირებული მიღება

30 სექტემბერი 2017


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Caspian Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა. 

ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია - მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიულოცა მთავრობის მეთაურმა Caspian Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება და იმედი გამოთქვა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის სამაგალითო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. 

მთავრობის მეთარმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას ბაქოში დაგეგმილი Caspian Energy Forum-ც შეუწყობს ხელს და აღნიშნა, რომ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

სამუშაო სადილს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


  • Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებასთან დაკავშირებული მიღება
  • Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებასთან დაკავშირებული მიღება
  • Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებასთან დაკავშირებული მიღება
  • Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებასთან დაკავშირებული მიღება
  • Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებასთან დაკავშირებული მიღება