სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთაველ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

28 სექტემბერი 2017

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს რეგიონში სხვადასხვა სფეროს აქტიურ წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა მხარის გუბერნატორმა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებთან გამართა.

რეგიონის პირველმა პირმა, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან, სკოლებში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

„დღეს სამუშაო რეჟიმში შევხვდით რუსთაველ პედაგოგებს. განვიხილეთ ქალაქის სკოლებში არსებული ვითარება და გაცევანით  სკოლის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულ საკითხებს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დავსახოთ შეხვედრაზე გაჟღერებული პრობლემების მოგვარების გზები“- განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.

დიალოგის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდა გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი.

  • ქვემო ქართლის გუბერნატორმა რუსთაველ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა