სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში

25 სექტემბერი 2017


რუსთავის ცენტრალურ პარკში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი - მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში წარადგინა.

ღონისძიებას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერის მოადგილე, დავით ლობჟანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მაღლაკელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. 

ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე, ასევე გაიმართა შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში. გაეროს სააგენტოების მიერ წარმოდგენილი იყო კამპანიები: თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; გენდერული თანასწორობის, მიგრანტთა, ქალთა, შშმ ბავშვთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე.

მოიხატა პარკში მდებარე ღია კინო-თეატრის შენობის კედლები, ორიგინალური კომპოზიციებით, მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად თემებზე: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა.

#ქვემოქართლი2017
#რუსთავი2017
#ფესტივალიმომავალიშენ

 


  • გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში
  • გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში
  • გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში
  • გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში
  • გაეროს კეთილი ნების ელჩების წარადგენა რუსთავის პარკში