საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
19 ივლისი 2017
19 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და დმანისის გამგებელმა, გოგი ბარბაქაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
გუბერნატორი ადგილზე პირადად გაეცნო ქალაქ დმანისში სპორტული დარბაზისა და სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მოინახულა კიროვისისა და ირგანჩაის სოფლებში გზის საფარის დაგების პროცესი.
ასევე მხარის პირველმა პირმა გრიგოლ ნემსაძემ დაათვალიერა პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და ადგილობრივი ხელისიფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების შესახებ იმსჯელა.