სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორმა გარდაბანში 2 საწარმო მოინახულა

14 ივლისი 2017


14 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მოადგილესთან, ალექსანდე მეტრეველთან და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, მიხეილ ღურწკაიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობა ,,პლანტა“ და საწარმო ,,ჯეოფიდი“ მოინახულა. 
გუბერნატორი ადგილზე პირადად გაეცნო სამუშაო პროცესს. 

საწარმოების ხელმძღვანელმა პირებმა გრიგოლ ნემსაძეს მიღწეული შედეგებისა და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

აღსანიშნავია, „პლანტას" სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომელიც ფრანგულ კომპანია Richel Group-თან და ჰოლანდიურ კომპანია Certhon-თან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის პირველი ფაზა 2015 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სასათბურე მეურნეობა 4.4 ჰექტარზე განვითარდა. 2016 წელს, პროექტის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, „პლანტას" 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. პროექტში დღეისთვის ინვესტირებულია 22.2 მლნ ამერიკული დოლარი. 

გრანულირებული კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა „ჯეოფიდი“ კი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მხარდაჭერით , თანამედროვე მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ-კომბინირებულ საკვებს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებისა და ფრინველისთვის აწარმოებს. 

,,ჯეოფიდი" აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით. პროდუქციის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული მარცვლეული.


  • გუბერნატორმა გარდაბანში 2 საწარმო მოინახულა
  • გუბერნატორმა გარდაბანში 2 საწარმო მოინახულა
  • გუბერნატორმა გარდაბანში 2 საწარმო მოინახულა
  • გუბერნატორმა გარდაბანში 2 საწარმო მოინახულა