სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოფელ ყარათაკლიაში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდა

27 ივნისი 2017


27 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა დურსუნ გასანოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის დირექტორმა როვნაგ აბდულაევმა ახალი სპორტული კომპლექსი გახსნეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი და სხვა მიწვეულ სტუმრები. 
ობიექტი კომპანია „სოკარის“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში აშენდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

კომპლექსში შედის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილი სპორტული დარბაზი და სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები. დამონტაჟებულია სავენტილაციო სისტემა.


  • სოფელ ყარათაკლიაში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდა
  • სოფელ ყარათაკლიაში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდა
  • სოფელ ყარათაკლიაში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდა
  • სოფელ ყარათაკლიაში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდა