სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის

14 ივნისი 2017


მარნეულის მუნიციპალიტეტში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის" გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა. 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ კონკურსში გამარჯვებული პატარა შემოქმედები გრანპრითა და სპეციალური სიგელებით პირადად დააჯილდოვა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს და ქართული კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა და ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს. აღმოაჩინეს ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინდა აღვნიშნო რომ ქვემო ქართლის გუბერნია იქნება რეგიონში ყველა იმ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების მხარდამჭერი, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა-განვითარებას შეუწყობს ხელს"-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, კულტურის სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

პროექტი, კავშირი „დემოსის“, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით უკვე ორი წელია იმართება.


  • მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის
  • მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის
  • მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის
  • მარნეულში კონკურს-ფესტივალი ,,სხვა საქართველო სად არის