სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა

13 ივნისი 2017


13 ივნისს რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. დღესვე სტუმრების წინაშე სპეციალური ღონისძიებით წარდგნენ მე-4 კლასელი მოსწავლეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის წარსულიდან ისტორიული ფაქტები შეახსენეს. აღსანიშნავია, რომ #11 საჯარო სკოლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის გასულ წელს გახდა. სკოლის პედაგოგების, მშობლებისა და მასწავლებლების ინიციატივით სკოლაში გაიხსნა ,,აი იას" ვარსკვლავი. წელს კი სკოლის ეზოში ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა.


  • რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა
  • რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა
  • რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა
  • რუსთავის #11 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი დაიდგა