საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
09 ივნისი 2017
9 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი რუსთავის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალურ თეატრში გამართულ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფინალურ ეტაპს დაესწრო.
დასკვნით ნაწილში სულ ქალაქის 5 სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. საპრიზო ადგილი კი კერძო სკოლა ,,ლამპარის" მოსწავლეებმა მოიპოვეს. გამარჯვებული გუნდის წევრებს სპეციალური თასი და ფულადი პრიზი გადაეცათ.