სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მარნეულში

06 ივნისი 2017


6 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე იმირის გადაჭრილ გორაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის, ერთთვიან სამუშაოები დასრულდა. 
შემაჯამებელ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ტერიტორია და შესრულებული სამუშაოების ამსახველ ფოტო-მასალას გაეცნენ. 

აღსანიშნავია რომ სოფელ იმირში არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. 
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.


  • არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მარნეულში
  • არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მარნეულში
  • არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მარნეულში
  • არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მარნეულში