სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი თენგიზ ნავერიანის სახელობის სპორტულ ტურნირს დაესწრო

03 ივნისი 2017


3 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტმა ძიუდოში თენგიზ ნავერიანის სახელობის ტურნირს უმასპინძლა. სპორტულ კომპლექს „ათა ჰოლდინგ საქართველოში“, მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეებთან ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან, აგრეთვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეჯიბრი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში, 2001–2003 წლებში დაბადებული ძიუდოისტი ვაჟები ასპარეზობდნენ. დღის განმავლობაში შეჯიბრება 55კგ, 60კგ, 66კგ, 73კგ და 73+კგ წონით კატეგორიებში, გუნდურ პირველობაში გაიმართა. 
აღსანიშნავია, რომ ტურნირი ტრადიციული ხასიათისაა და წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. 


  • გუბერნატორი თენგიზ ნავერიანის სახელობის სპორტულ ტურნირს დაესწრო
  • გუბერნატორი თენგიზ ნავერიანის სახელობის სპორტულ ტურნირს დაესწრო
  • გუბერნატორი თენგიზ ნავერიანის სახელობის სპორტულ ტურნირს დაესწრო