სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

,,დიდგორობა 2017

12 აგვისტო 2017


12 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,დიდგორობა 2017“ მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა. 

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული სიამაყით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს - ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოდ ქცეულ თარიღს.
დღეს, ჩვენ, ყველა ერთად, წარსულის დიდი პატივისცემითა და უკეთესი მომავლის შენების სურვილით ვიმყოფებით დიდგორის ველზე, სადაც საუკუნეების წინ დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ჩვენმა წინაპრებმა დიდი გამარჯვება იზეიმეს.
თითოეული თავდადებული ქართველის მონდომება და ქვეყნის გაერთიანების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი ჩვენთვის სამაგალითოა და მჯერა ყველა ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გამთლიანებას“, - ამ სიტყვებით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ღონისძიების სტუმრებს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო დღის განმავლობაში მიმდინარე კულტურულ და სპორტულ აქტივობებს.


  • ,,დიდგორობა 2017
  • ,,დიდგორობა 2017
  • ,,დიდგორობა 2017
  • ,,დიდგორობა 2017
  • ,,დიდგორობა 2017