სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

09 აგვისტო 2017


9 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ქვემო ქართლის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ საფარლოდან ირგანჩაიმდე მისასვლელი გზის მოასფალტებისა და ქალაქ გარდაბანში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობის პროექტები განიხილეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო აგრეთვე, სოფელ აკრიანში, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით დაგეგმილი პროექტი.


  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა
  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა
  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა
  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა