სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში

10 სექტემბერი 2020


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და ბოლნისის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფელ ფარიზში, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო და განახლდა სარწყავი სისტემები. სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ბოლნისსა და რატევანში - სოფლებში შიდა გზები ეწყობა ისეთ ლოკაციებზე, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე, არასდროს ყოფილა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ბოლნისში კოსტავას ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხებზე განხორციელებული სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად შეიცვალა საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები, ღობეები და დაიგო ქვაფენილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.


  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში
  • ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლნისში