სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მასშტაბური რეკრეაციული სივრცის გახსნა მარნეულში

28 თებერვალი 2020

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე, დღეს, ოფიციალურად გახსნეს.

ქალაქის ცენტრალური პარკის გახსნის ღონისძიებას, ადგილობრივებთან ერთად, მოწვეული სტუმრები და დაკულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპეციალურად ამ დღისთვის, დაიგეგმა სხვადასხვა სახის კულტურული და საბავშვო-გასართობი აქტივობები.

პროექტის ფარგლებში, მონუმენტური ძეგლი პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი გახდა. მოეწყო საბავშვო, დასასვენებელი, სარეკრეაციო, შემეცნებითი და სადღესასწაულო ზონები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცეები. 1 094 328 ლარის ღირებულების პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტურ ძეგლს „კიდევაც დაიზრდებიან“, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელიც ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შესრულებული. სკულპტურული ძეგლი კი ქართული ქანდაკების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნამუშევარს წარმოადგენს.

  • მასშტაბური რეკრეაციული სივრცის გახსნა მარნეულში