სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სართიჭალაში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

25 იანვარი 2020

დღეიდან გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

ახალი ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა და მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, ადგილზე პირადად დაათვალიერეს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის, ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს, რომელიც შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, გარდაბნის სასწრაფო დახმარების სართიჭალის პერსონალი საქმიანობას ძველ შენობაში ახორციელებდა, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

  • სართიჭალაში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი გაიხსნა