სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

დაშბაშის კანიონზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

02 დეკემბერი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან ერთად, დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე პირველი ეტაპის სამუშაოები, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის მშენებლობა, მიმდინარეობს, რომელიც კანიონზე მოეწყობა და 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება. მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება.

პროექტის დასრულებისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება, რომელიც ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის, სასტუმროს, აუზების, მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილი სივრცეებისა და ექსტრემალური ატრაქციონის ე.წ. ზიპლაინის მოწყობას ითვალისწინებს.
 
  • დაშბაშის კანიონზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო